TM: 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს შეუჩერდა უფლებამოსილება, საქმეს მიეცემა სამართლებრივი რეაგირება

128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მგზავრი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ “აიპრესს” შპს “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ “ის გოგონა, კომპანიის წარმომადგენლები და მძღოლი, რომელსაც შეჩერებული აქვს კონტრაქტი, მიდიან პოლიციის განყოფილებაში, უკვე გზაში არიან! საქმეს მიეცემა სამართლებრივი რეაგირება, აუცილებლად და დაისჯება კანონის სრული სიმცაკრით ნებისმიერი ადამიანი, ვინ არ უნდა შევიდეს ასეთი ტიპის კონტაქტში, მითუმეტეს თუ ხელით შეეხება მგზავრს!”, – განაცხადეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა გოგო სოციალურ ქსელში წერს, რომ 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის წერს, რომ “ზებრაზე ვიდექი როცა კარის ხმა გავიგე , ჩამოვიდა ბეჭებში ჩამარტყა დიახ ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ ეგრე წამავლო ხელი აეთრიე შე გაუზრდელოო თან იფურთხებოდა წინ მედგა აი 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად