ტიტულის ჩამორთმევის შემდეგ, პრინცმა ჰარიმ ოჯახთან ერთად დიდი ბრიტანეთი დატოვა

ბრიტანეთის პრინცი ჰარი სამეფო ტიტულის ჩამორთმევის შემდეგ კანადაში ჩავიდა, მას თან ახლავს მეუღლე მეგან მარკლი და შვილი არჩი,-ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ჩამოდის დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II- ის შვილიშვილი თვითმფრინავიდან და ვანკუვერის კუნძულის აეროპორტში, ავტომობილში ჯდება.

პრინცი ჰარის ოჯახი სავარაუდოდ კანადაში იცხოვრებს, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობის გაერთიანების ნაწილია.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პრინცი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახთან
“მაღალი დონის” ტიტულის ჩამორთმევაზე შეთანხმდნენ.

მათ “სამეფო მაღალი დონის” ტიტული ჩამოერთვათ. გარდა ამისა, ისინი გადასახადის გადამხდელთაგან დახარჯულ დაახლოებით 2.4 მილიონ ფუნტს (3.1 მილიონი აშშ დოლარი) დააბრუნებენ, რომელიც საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დასჭირდათ. ასევე, ჰარი და მარკლი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს ამბობენ.

”ჰარი, მეგანი და არჩი (პრინც ჰარის და მეგან მარკლის ვაჟი – “აიპრესი”) ყოველთვის ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები იქნებიან”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის განცხადებაში.

როგორც მან აღნიშნა,  ესმის პრობლემის არსი, რომ სამეფო წყვილის ცხოვრება დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. დედოფალი დამოუკიდებლად ცხოვრების თაობაზე მათ სურვილს მხარს უჭერს.

ელისაბედ მეორემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმება საშუალებას მისცემს მათ, “ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი ცხოვრება” დაიწყონ. როგორც დედოფალმა აღნიშნა,”იგი განსაკუთრებით ამაყობს იმით, თუ რამდენად სწრაფად გახდა მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრი”.

ბუკინგემის სასახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, წყვილმა მადლობა გადაუხადა ელისაბედ II- ს და სამეფო ოჯახს მხარდაჭერისთვის, რადგან ისინი “ახალ ცხოვრებას იწყებენ”.

მოგვიანებით, პრინც ჰარიმ განაცხადა, რომ ტიტულის ჩამორთმევის გამო დამწუხრებულია. 

”მინდა, ჩემგან გაიგოთ სიმართლე, რომელიც შემიძლია საზოგადოებას გავუზიარო არა როგორც პრინცმა ან ჰერცოგმა, არამედ როგორც ჰარიმ – იგივე ადამიანმა, რომელიც თქვენს თვალწინ 35 წლის განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ უფრო ნათელი პერსპექტივით”, – განაცხადა ჰარიმ საქველმოქმედო ფონდში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, პრინცმა ჰარიმ და მისი მეუღლემ, სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარი თქვეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად