ტიმოშენკო ზელენსკის, პოროშენკოს გარეშე პოლიტიკური ძალების გაერთიანებას სთავაზობს

უკრაინული პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში, ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, უკრაინის ახალ პარლამენტში ძალების გაერთიანება შესთავაზა.

“ჩვენ, განურჩევლად იმისა, ექნება თუ არა პრეზიდენტს პარლამენტში უმრავლესობა, ვთავაზობთ მას ყველა დემოკრატიული, პროუკრაინული, პროევროპული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას”, – აცხადებს ტიმოშენკო.

ამასთან, ტიმოშენკო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს პარტიასთან გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, პარტიას “ვროპული სოლიდარობა” მხოლოდ ლოზუნგები თუ აქვს პროევროპული, ხოლო მისი რეალური მოღვაწეოპა კორუმპირებულია.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება. იგი დაინიშნა მას მერე, რაც ვლადიმი ზელენსკიმ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე, უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...