A1 ბანერი

ტიმოშენკო: არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იულია ტიმოშენკო ყირიმისა და დონბასის დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ სამბორში განაცხადა. შესაბამისი გამოსვლა პარტია “ბატკივშინას” ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

“ჩვენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან, მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, შეგვიყვანონ ჩიხში. დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ბუდაპეშტის ფორმატში, რათა დავაბრუნოთ მშვიდობა ყირიმსა და დონბასში”, – განაცხადა ტიმოშენკომ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ იქ მცხოვრებ ადამიანთა რეინტეგრაციაზეც.

“თუკი ჩვენ დობასისა და ყირიმის დაბრუნება გვსურს, ჩვენ ეს უკრაინელები უნდა ჩავიხუტოთ, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ჩვენი საერთო ოჯახისა და ნაციის ნაწილი არიან, რომ ისინი არიან უკრაინელები და უკრაინელი ხალხის ერთიანობა დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს”, – აცხადებს ტიმოშენკო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...