Times: ელისაბედ II-მ ჰარისა და მეგანის ინტერვიუზე განცხადებას ხელი არ მოაწერა

გაზეთის თქმით, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ უარი თქვა “მომზადებული განცხადების ხელმოწერაზე”, რაც, როგორც ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, დაძაბულობას შეამსუბუქებდა. ტექსტში ხაზგასმული იყო ოჯახის სიყვარული და ზრუნვა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიმართ. გაზეთმა აღნიშნა, რომ მის უდიდებულესობას “მეტი დრო სჭირდება პასუხზე ფიქრისთვის”.

ბრიტანელი დამკვირვებლების აზრით, არსებული ვითარება დარტყმას უქმნის სამეფო ოჯახის რეპუტაციას როგორც შინ, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...