Times: ჩელსი რეალს აზარის სანაცვლოდ 226 მილიონ ევროს სთხოვს

არაერთხელ დაიწერა დასავლურ სპორტული თუ არასპორტულ მედიაში, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონის დროს მადრიდის რეალის მთავარი სამიზნე ჩელსის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარია. 

ბრიტანული Times-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსი რეალს აზარის სანაცვლოდ 226 მილიონ ევროს ითხოვს. იქამდე Daily mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეალმა ჩელსის 170 მილიონიანი წინადადებით მიმართა. როგორც ჩანს ჩელსი ამაზე არ არის თანახმა. თუ ტრანსფერი ამ თანხად განხორციელდა ეს სარეკორდო იქნება. აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ნეიმარი ითვლებოდა, რომელშიც ბარსელონას პსჟ-მ 222 მილიონი ევრო გადაუხადა, ეს ტრანსფერი გასულ წელს განხორციელდა. ედენ აზარის ფასმა როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას აიწია. აზარი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მუნდიალზე. FiFa-მ ის საუკეთესო ფეხბურთლებს შორის დაასახელა და  მეორე ადგილზე გავიდა ლუკა მოდრიჩის შემდეგ და ანტუან გრიზმანს გაუსწრო.

კრისტიანო რონალდოს ტურინის იუვენტუსში გადასვლის შემდეგ რეალი მის შემცვლელს ეძებს. დასავლური მედიის ცნობით, რეალის მთავარი სამიზნე ედენ აზარია. რეალში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად აზარია. სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა მან 2 დღის წინ, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩელსიმ უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად