Times: ბრიტანეთის ხელისუფლება, „რუსეთის ფედერაციის საქმიანობის ფონზე“, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს ამზადებს

ბრიტანეთის ხელისუფლება ემზადება კანონპროექტის წარსადგენად უცხოელი აგენტების შესახებ, რათა “დაიცვან ქვეყანა ისეთი მტრული სახელმწიფოებისგან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი”. როგორც გაზეთმა Times ორშაბათს გამოაქვეყნა, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ შესაძლოა 11 მაისს გამოაცხადოს მთავრობის შესაბამისი გეგმები პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გაზეთი აღნიშნავს, რომ შემუშავებული ინიციატივები უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით, გულისხმობს ყველა იმ მოქალაქის დარეგისტრირების მოთხოვნას, რომლებიც ბრიტანეთში უცხო ქვეყნის სახელით მუშაობენ.

სავალდებულო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

ამას გარდა, ლონდონი განაახლებს კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც ასევე ამოქმედდება იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ბრიტანეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას უცხოეთიდან ცდილობს. მათ შორის იქნებიან ჰაკერებიც.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...