ჯოზეფ ბაიდენი მზად არის, რომ ელჩის პოსტი დიდ ბრიტანეთში აწგარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ქვრივს შესთავაზოს. ამის შესახებ The Times-ში გამოქვეყნდა.
გამოცემის თქმით, სინდი მაკკეინი მიიღებს ამერიკის ელჩის პოსტს ლონდონში, “თუ იგი ამით დაინტერესდება”.
ხაზია გასმული იმაზეც, რომ სწორედ სინდი მაკკეინის დამსახურებაა ბაიდენის წარმატება შტატ არიზონაში. კენჭისყრის დროს, ბაიდენმა არიზონაში მიიღო ხმების 49,4%, ხოლო რესპუბლიკურმა დონალდ ტრამპმა – 49,1%.