TikTok-ი, ბავშვების პირადი მონაცემების უკანონო შენახვისთვის 5.7 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა

ჩინური სოციალური ქსელი TikTok-ი, ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში 5.7 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას.

გამოძიებით დადგინდა, რომ TikTok-ი არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. კერძოდ, ბავშვების სახელებსა და მათ ელექტრონულ მისამართებს. აგრეთვე ინახავდა მათ ლოკაციებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, ჯარიმა, რომელიც TikTok-ს ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლით დაეკისრა, რეკორდული მოცულობის არის.

სოციალური ქსელი TikTok-ი ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის. მისი ღირებულება 75 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად