ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის დიალოგის პროცესში რუსეთის მონაწილეობას მხარს უჭერს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ პარიზი მოიწვევს მოსკოვს მოლაპარაკებებისათვის, ბელარუსში შექმნილი სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით. ამის შესახებ მან ფრანგული რადიო RTL- ის ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განზრახვას, ჩაატაროს დიალოგი რუსეთთან. “მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიალოგისთვის ღიად რჩებით”, – თქვა ტიხანოვსკაიამ. ”რა თქმა უნდა, გვსურს მეზობელი ქვეყნები შუამავლობდნენ ამ მოლაპარაკებებში“, – თქვა მან, ”მაგრამ ასეთი სიგნალები ჯერ არ მიგვიღია.”

”ძალიან კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მაკრონი მოიწვევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინიპს მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებების პროცესში”, – თქვა ტიხანოვსკაიამ. მისივე თქმით, 29 სექტემბერს ლიეტუვაში მასთან შეხვედრის დროს მაკრონმა “აჩვენა, რომ მას კარგად ესმის ბელარუსის სიტუაცია”. ”ეს იყო ძალიან შინაარსიანი შეხვედრა და მას ნამდვილად ესმის სიტუაციის ყველა ნიუანსი”, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად