ტიხანოვსკაია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ოპოზიციის მხარეს გადასვლას სთავაზობს

ალექსანდრ ლუკაშენკოს მეტოქე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაია, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, 25 ოქტომბრამდე ოპოზიციის მხარეს გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ მან განაცხადა თავის Telegram-ზე.

“ხალხის ულტიმატუმი არის თქვენი შანსი დაიჭიროთ ბელარუსების მხარე. თუ არ ეთანხმებით დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას, ნუ გააკეთებთ ამას”, – თქვა ტიხანოვსკაიამ.

მანამდე ტიხანოვსკაიამ ბელარუსის ხელისუფლებას “ხალხის ულტიმატუმი” წარუდგინა. ულტიმატუმს სამი მოთხოვნა აქვს:

ლუკაშენკომ უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ;

ქუჩაში ძალადობა მთლიანად უნდა შეწყდეს;

ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება საწარმოების გაფიცვა, გზების გადაკეტვა და სხვა.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან კენჭისყრის შედეგს და მოითხოვენ ლუკაშენკოს გადაყენებას. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებში მოიგო ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად