ტიხანოვსკაია: ოპოზიცია აპირებს ზომების მიღებას, თუ 2 კვირის მანძილზე ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ორ კვირაში ბელარუსის ოპოზიცია აპირებს ზომების მიღებას, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

”25 ოქტომბერს გამოვაცხადებთ ხალხის ულტიმატუმს”, – განაცხადა მან.

ტიხანოვსკაიამ დაამატა, რომ ამ დროისთვის ოპოზიცია ელის ბელარუსის ხელისუფლებას შეასრულოს ყველა მათი მოთხოვნა, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა.

ტიხანოვსკაია ირწმუნება, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ოპოზიცია 26 ოქტომბერს, სავარაუდოდ, შეძლებს გაფიცვების ორგანიზებას საწარმოებში, დაიწყებს გზების გადაკეტვას და მოუწოდებს მის მომხრეებს, არ შეიძინონ საქონელი სახელმწიფო მაღაზიებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად