ტიხანოვსკაია ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, ქალაქის მერებს კი – მშვიდობიანი აქციების ორგანიზებისკენ (ვიდეო)

სვეტლანა ტიხანოვსკაია ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებებს გამოსასვლელ დღეებში ლეგალური მიტინგების ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ იქ, სადაც კომისიამ პატიოსნად დათვალა ხმები, მისადმი მხარდაჭერამ 60-70%, ზოგან 90%-მდე შეადგინა. მისი აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ენდობა მოსახლეობის უმეტესობა. მან აგრეთვე ყველას შეახსენა, რომ ყველაზე მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა და დაუშვებელია ძალადობა და სისხლისღვრა.
 
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძალადობა ბელარუსის ქუჩებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალადობა და წამოვიდეს დიალოგზე. მე ვთხოვ ყველა ქალაქის მერს 15 და 16 აგვისტოს მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორები გახდნენ თავიანთ ქალაქებში, – თქვა ტიხანოვსკაიმ
 
ტიხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა ძალოვანი სტუქტურების იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უარი თქვეს დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე და აგრეთვე ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის, ელექტროტექნიკური ქარხნის, მოგილიოვის საავტომობილო ქარხნის, მაღალი ტექნოლოგიების პარკის და სხვა გაფიცულ თანამშრომლებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად