ტიკარაძე: ვისაც აქვს საშუალება ჩააბაროს სისხლი, სტაციონრებში მყოფი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია

ასე პასუხობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, “აიპრესის” კითხვას, სისხლის დონაციასთან დაკავშირებით

აიპრესის კითხვაზე: “როგორც ცნობილია, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სისხლის მარაგებზე დონორების მიმართვიანობა შემცირდა, შესაბამისად, შესაძლოა, დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომელ დაწესებულებას უნდა მიმართონ მოქალაქეებმა სისხლის ჩასაბარებლად და რა პროცედურების გავლაა საჭირო?” მინისტრი პასუხობს:

” ჯანდაცვის სამინისტრო იყო პირველი სტრუქტურა, რომელმაც დონაცია გაიღო. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ჩვენს სსიპ-ს, რომ მიეღო ეს როგორც საჭიროება და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენი სსიპ-ები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში.

ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი, რომ სისხლი ჩააბარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან კოვიდს, მაგრამ მათ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად