ტიკარაძე: ვეწინააღმდეგებით ტესტების კომერციალიზაციას, არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს

” ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ რომ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები, იმ კუთხით რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო ერთობლივად.

დღეის მდგომარეობით, 8 კომპანიას ჰქონდა შემოტანილი ტესტების შემოტანაზე დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში. რეგულირების სააგენტომ, თავის მხირვ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, 4 ასეთ კომპანიას დართო ნება და უფლება შემოეტანა სწრაფი ტესტებიც და პისიარ ტესტები.

ის საკითხი რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას, ისევე როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერცული ფასების დადგენას ამ კომპანიებისას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული საქართველოში.

მივიღეთ გადაწყვეტილება მოხდება თანხის მიქსირება და გარკველ შემთხვევებში, უმეტეს წილად, ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმიწფოს მხრიდან, როდესაც იქნება, ასვე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, შერჩეულია 7 კერძო ლაბორატორია, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება ჩაატაროს ეს ტესტები. ეს ტესტები მიღებული აქვთ თლუგარის ლაბორატორიდან საჩუქრად”-ამბობს ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად