ტიკარაძე: ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებულ პაციენტს

“კორონავირუსის ნიშნები არის საკმაოდ დაბალი, ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დღეს სრულად ხდება გამკლავება, იმ დაინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში არის სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

“მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვიყოთ ინფექციის მატებასთნ ერთად, ყველა ჰოსპიტალი შეძლებს თუ არა პაციენტების მიღებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად