ტიკარაძე: სწრაფი ტესტი ინფექციის შესახებ ინფორმაციას 1.5 საათში მოგვცემს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული სწრაფი ტესტები COVID 19-ის ინფექციის დადასტურების საშუალებას 1.5 საათში იძლევა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით რაოდენობას ელოდებიან.

” ეს ტესტები გახლავთ, იმ ტესტების მსგავსი, რაც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა, მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია 1.5 საათამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობას,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად