ტიკარაძე: შესაძლოა ვანსა და ქობულეთში კონტროლი გამკაცრდეს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ვანში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ასევე შიდა გადაცემის შემთხვევები დადასტურდა ქობულეთშიც, სამეგრელოშიც არ გამორიცხავდა გუბერნატორი, რომ მომხდარიყო რეგიონის ჩაკეტვა, განიხილება თუ არა აღნიშნულ რეგიონებში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება? მინისტრა ასე უპასუხა:

„დღეის მდგომარეობით, საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება, მოკვლევა ამ კონტაქტების. შეიძლება, დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე“ , – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფოში რამდენი დღის წინ მისულ პაციენტს, რომელმა კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით იმკურნალა, Covid-19 დაუდასტურდა. რის გამო, კლინიკამ დროებით შეაჩერა პაციენტების მიღება.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად