ტიკარაძე: სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში გადავა

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე რიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

“თქვენთვის ცნობილია, რომ ამ დრომდე სახელმწიფო არ იღებდა მონაწილეობას კლინიკების მართვაში. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად