ტიკარაძე: საჩხერის საავადმყოფოში პირველ ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და მოსახლეობაში

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თქვენ იცით, რომ საჩხერის საავადმყოფო, ისევე როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან კოვიდინფექციის მართვაში. საწყისად გამოყენებული იყო, როგორც საკარანტინო ზონა და ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარიც.

საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი, უსაფრთხოების აღჭურვილობის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს. ეს იმ შედეგის მომცემი აღმოჩნდა, რომ პირველ ტალღაზე და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც თავიდან აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალში და ასევე მოსახლეობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი, როგორც საჩხერეს საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად