ტიკარაძე: კორონავირუსის მართვაში ჩართულ ექიმებს და ექთნებს ხელფასი 50 %-ით გაეზრდებათ

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გრიპის ვაქცინას შეეხებოდა.

დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან „კოვიდის“ მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება.

დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან კოვიდის მართვაში, მოხდა მათი ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ გავთავალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე, რეანიმატოლოგ, უმცროს ექიმთა, ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება და ასევე ინფექციონისტების, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვით ყველა ჩართულ ექიმს ექნება 50 %ანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად