ტიკარაძე: ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირებისათვის

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ოთხშაბათიდან შესაძლებელი იქნება მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირების დაწყება.

“როგორც დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით უკვე საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ტესტებს ველოდებით ხვალ. შემდეგ ველოდებით 27 მარტს, ასევე არის გადანაწილებული და ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილს. რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად