ტიკარაძე: გირპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს

ამის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება. თუმცა, ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები.”,-ამბობს მინისტრი.

ტიკარაძის თქმით, გრიპის ვირუსზე ზედმეტი აქცენტების გაკეთების საჭიროება არ არის.

“შესაბამისად, ამისთვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გირპის ვირუსი არის ყოველ წელს, ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს”,-ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად