ტიკარაძე: ეტაპობრივად შევძლებთ covid19-ის სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზე გადასვლას

მთავრობა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მართვის სისტემაზე მუშაობს, ამის შესახე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მსგავსი პრაქტიკა არა ერთმა ქვეყანამ გამოიყენა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს დადებითი დინამიკა, რომ 112-ზე შემოსული ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება საკმაოდ კვალიფიციური კონსულატაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ ნელა დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შევძლებთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზე გადასვლას. იმის მიხედვით თუ რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად