ტიკარაძე: COVID-19-ის კონტროლისთვის აპლიკაციის გადმოწერა ნებაყოფლობითი იქნება

ასე პასუხობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, “აიპრესის” კითხვას, COVID-19-ის კონტროლისთვის შექმნილი აპლიკაციის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე იტესტება.

აპირესის კითხვაზე: “როგორც ცნობილია, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოშიც იტესტება. საინტერესოა, ყველასთვის იქნება თუ არა ამ აპლიკაციის გადმოწერა სავალდებულო? ამასთან, შეძლებს აპილიკაცია ყველა მობილურ მოწყობილობაზე, ტექნიკური უზრუნველყოფიდან გამომდინარე გამართულად იმუშაოს” მინისტრი პასუხობს:

“აღნიშნული აპლიკაცია, გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ კორეაში, აპლიკაციის საშუალებით, ერთ-ერთ წარმატებულად იმართა, კორონავირუსი. ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, თუ ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინა სარისკო კონტაქტებისგან, დროულად მიემართათ ექიმისთვი, იმ შემთხვევაში თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსზე ყოფნას.

საქართველო, ევროპაში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდან ბრძოლას აპლიკაციით გააგრძელებს.

აპლიკაციის გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობით. ვინაიდან, კოვიდ-თან ბრძოლა დამყარებულია ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მაღალი. აქ პასუხს ვაგებთ არა მარტო ჩვენს, არამედ ჩვენი მშობლების ჯანმრთელობაზე, ჩვენს შვილებზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში.

ჩავატარეთ, კვლევა ჩვენი მოქალაქეების რა ნაწილს შეუძლია ჩაერთოს ამ აპლიკაციაში. ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე. ეს იქნება ეფექტური შედეგის მომცემი, რადგან ჩვენ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში”-ამბობს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად