ტიკარაძე: Covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, მათ იმოგზაურეს ამერიკაში

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„3 ახალი შემთხვევა არის არა ევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებიში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს სავარაუდო მე-4 შემთხვევა რომელის არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით”.

ცნიობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად