ტიკარაძე: COVID-19 გლობალური გამოწვევაა, არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები

კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგბლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც აქციის შემთხვევაში იყო დარღვეული და ეს არღვევს ადამიანებზე ზრუნვას, უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს.

დავამშვიდებ ზუგდიდის მოსახლეობას, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რუხის საავდმყოფოს მობილიზაიცა მიმდინარეობს, რომელსაც მე თვითონ უახლოეს დღეებში ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება სარკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება.

ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორ აფხაზეთი არის ის მხარე, რომელსაც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად