ტიკარაძე: ჩვენ დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სწრაფი ტესტები ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც საწყის ეტაპზე ერთი კვირის განმავლობაში ყველა დამატებითი ლაბორატორიებიის ჩართულობის პირობებში, ვამოწმებდით ამ ლაბორატორიების სანდოობას, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც არის იგივე პროცესი. ჩვენ ვამოწმებთ ამ ეტაპზე ხარისხს. თუ რამდენი ტესტია ამ ეტაპზე ჩატარებული გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ეს არის მუდმივად მიმდინარე პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენ დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და შესაბამისად, მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს, სადაც ჩატარდება ეს ტესტირება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში, ტიკარაძემ განაცხადა, რომ 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი.

„დღესდღეობით, 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან ჩვენ მიღებული გვაქვს პასუხები, რომლებიც თქვენთვის ცნობილია,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად