ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში რიცხვების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ სულ მცირე 7-დღიანი კლების ციკლი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ რამდენად კონტროლირებადია ინფექციის გავრცელება. ამ დროისთვის, აჭარაში არის 126 ინფიცირებული, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. ლაბორატორიული ქსელი, ასევე, აწარმოებს თავის საქმეს და დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება გასული პერიოდის, როდესაც ბათუმში მასიური ტესტირება ხდებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ. რაც შეეხება საწოლფონდს, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აჭარაში 500 საწოლია მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად