ტიანძინში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ

ჩინეთის საპორთო ქალაქ ტიანძინში, სადაც ორი მძლავრი აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 700–მდე დაშავდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენოს ექსპერტებს ელიან. 

როგორც INTERFAX.RU და პორტალი Pzfeed წერენ, აფეთქების ეპიცენტრში 200–მდე ბიოქიმიკოსი და ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტი იმუშავებს.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, აფეთქება პორტის საწყობში მოხდა, სადაც სავარაუდოდ ციანიდისა და ციანიდური მჟავის შემცველი ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ის კოსმოსიდანაც გამოჩნდა და მიწის ვიბრაცია სეისმოლოგებმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინთანაც დააფიქსირეს რომელი ტიანძინიდან 160 კილომეტრით არის დაშორებული.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით პირველი აფათქების სიმძლავრე 3 ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო, მეორე კიდევ უფრო მძლავრი, დაახლოებით 21 ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად