TI: ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა

“პატრიოტთა ალიანსის” 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ “პატრიოტების” მაჟორიტარობის 14 კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული.

“ირმა ინაშვილი – ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი

ირმა ინაშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს შპს „მედია – სახლი ობიექტივის“ 28.5%-ს და შპს „კომპანია ეკონომ X-ის“ 50%-ს. მას პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ 2020 წლის დეკლარაციაში აღნიშნული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა ამ წილების მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაა”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც სრულად შეგიძლია გაეცნოთ ორგანიზაციის საიტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად