თვითნასწავლმა მხატვარმა თელავის ისტორიულ მუზეუმს მეფე ერეკლე II -ს ბიუსტი გადასცა

თელაველმა თვითნასწავლმა მხატვარმა – ვანო გოცირიძემ თელავის ისტორიულ მუზეუმს მეფე ერეკლე II -ს ბიუსტი (თაბაშირი ბრინჯაოს იმიტაცია) გადასცა.

ბიუსტი მეფის სამუშაო ოთახში განთავსდა.

“დიდი ხნის სურვილი მქონდა, რომ გამეკეთებინა ბიუსტი. ეს პირველი ნამუშევარია. როგორც თელაველმა და ჩვენს მეფეზე შეყვარებულმა ადამიანმა, მისი სახე შევქმენი და აჩუქრად თელავის ისტორიულ მუზეუმს სიხარულით გადავეცი“,- განაცხადა მხატვარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად