თვითმფრინავთან, რომელიც ავსტრალიაში ტყის ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, კავშირი დაიკარგა

ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, თვითმფრინავთან, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით სახანძრო ოპერაციაში მონაწილეობდა, კავშირი დაიკარგა.

”თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა, რომელიც სნოუი მონაროს არეალში მუშაობდა”, – იტყობინება სახანძრო სამსახური მიკრობლოგ Twitter-ზე.

ადგილობრივი სამსახურები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თვითმფრინავი ჩამოვარდა.

სამძებრო ოპერაციაში ჩასართავად ვერტმფრენები გაგზავნეს.

კანბერას მახლობლად, ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, დედაქალაქის აეროპორტი დროებით დაეხურა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აეროპორტის სამხრეთით უკონტროლო ხანძარი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამი გარეუბნის მაცხოვრებლებს.

ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან ტყეების ხანძრის უპრეცედენტო ტალღა დაიწყო, რამაც მოსახლეობას, ფლორასა და ფაუნას უზარმაზარი ზიანი მიაყენა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად