A1 ბანერი

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ბულგარეთის ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა, ვენაში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი კრასიმირ კარაკაჩანოვი იმყოფებოდა, ვენის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ BTV იუწყება.

Bulgaria Air-ის თვითმფრინავი ბრიუსელიდან სოფიაში მიფრინავდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პილოტები პროფესიონალურად მოქმედებდნენ და ზოგიერთ მგზავრს არც კი ესმოდა, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ივლისის ბოლოს ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი იმყოფებოდა,  არგენტინაში ავარიულად დაეშვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...