თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ის თავად უხელმძღვანელებს.

„თბილისში წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...