თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება

არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N02/08/01

საქართველოს პრეზიდენტის

განკარგულება

N02/08/01      2021 წლის      2 აგვისტო      ქ.თბილისი

მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების

დანიშვნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს.

 

სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

„მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 2 აგვისტოს N02/08/01 განკარგულება

 

კომენტარები
იტვირთება...