თვითმხილველების თქმით, სამტრედიაში სასულიერო პირმა და რამდენიმე კაცმა ცოლ-ქმარი სცემეს

სამტრედიაში რამდენიმე კაცმა ადგილობრივი ქალი და მისი უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლე სცემეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილს ცემის პარალელურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათივე თქმით, დაპირისპირებაში სასულიერო პირიც მონაწილეობდა.

“წარმოუდგენელი რამ მოხდა. ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი “ვაჟკაცები” დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემს მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით.

საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება”- ამბობს იმედა გოგავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტზე არცერთი პირი არ დაუკავებიათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად