თვითმხილველების ინფორმაციით, ზუგდიდში მოზარდი წითელზე გადადიოდა, რა დროსაც ტაქსი დაეჯახა

ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის კვეთასთან მდებარე შუქნიშანთან, 15 წლის მოზარდს ტაქსი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, გოგონა წითელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...