თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო თელავში დღეს უკვე მესამე ადამიანი გაიყვანეს საჯარო სივრციდან

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო თელავში დღეს უკვე მესამე ადამიანი გაიყვანეს საჯარო სივრციდან პოლიციის დახმარებით.

ახალგაზრდა ქალი თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, იზოლაციის შესახებ საზღვარზე გაფრთხილება მას არ მიუღია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრიცი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, მაღაზია “ზუმერში” ერთი- ერთი თანამშრომელი 14-დღიან სავალდებულო იზოლაციას ექვემდებარებოდა, ამიტომ სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ პირობები საიზოლაციო ნორმებს აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ 25 წლამდე გოგო საინკუპაციო პერიოდს სწორედ სახლში გაატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად