თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ დიბალამ კორონავირუსი დაამარცხა

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა პაულო დიბალამ თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კორონავირუსი საბოლოოდ დაამარცხა. მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი ზედიზედ ორჯერ აჩვენა, შესაბამისად ფეხბურთელი კარანტინს ტოვებს.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა “იუვენტუსმაც”.

“პროტოკოლის თანახმად პაულო დიბალას კორონავირუსზე ჩაუტარდა ორმაგი შემოწმება დიაგნოზირებულ ტესტებთან (ტალღებით) რამაც უარყოფით შედეგი აჩვენა. ამრიგად, მოთამაშემ გამოჯანმრთელდა და აღარ ექვემდებარება სახლის იზოლაციის რეჟიმს”, – წერია კლუბის განცხადებაში.
იქამდე სოციალურ ქსელში თავად დიბალამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გულშემატკივარს მიმართა:
“ჩემი სახე ამბობს ყველაფერს, როგორც იქნა საბოლოოდ განვიკურნე კორონავირუსისგან”, – წერს დიბალა სოციალური ქსელის რამდენიმე ფლატფორმაზე – Facebook-ში, Twitter-სა და Instagram-ში ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე.
შეგახსენებთ, დიბალას კორონავირუსი დაუდასტურდა 21 მარტს, მას შემდეგ ფეხბურთელი კარანტინში იმყოფება და მკურნალობს. მისმა ტესტმაც აქამდეც აჩვენა რამდენჯერმე უარყოფითი შედეგი, თუმცა განმეორებითი ტესტი ისევ დადებითს აჩვენებდა. ამჯერად ზედიზედ ორჯერ გაკეთებული ტესტის შედეგად ფეხბურთელის ტესტის პასუხი უარყოფითია, რაც პროტოკოლის თანახმად იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი საბოლოოდ განიკურნა.
იტალიაში ფეხბურთელებმა ვარჯიში 4 მაისს დაიწყეს. სავარაუდოდ მათ რიგებს უახლოეს დღეებში არგენტინელი ფეხბურთელიც შეუერთდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად