თუშიშვილი, ღვინიაშვილი, ლიპარტელიანი – საქართველოს ტრიუმფი და სამი ოქრო პეტერბურგში

პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირზე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირზე 100 კგ წონით კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ნიდერლანდელი მიჰაელ კორელი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ბექა ღვინიაშვილმა ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი დონგჰან გვაკი დაამარცხა. მან მეტოქე ვაზარითა და იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მესამე ოქროს მედალი კი საქართველოს გურამ თუშიშვილმა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...