თუშეთში, ზვავში დაკარგულ 62 წლის კაცს მაშველები უკვე 4 დღეა ეძებენ

 ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს.

პროცესი ხვალ დილიდან ისევ განახლდება.

“გარემოზე ზემოდქმედების ჯგუფის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც აფასებენ ვითარებას ზვავსაშიშროებისა და ღვარცოფსაშიშიროების შესახებ. შეიქმნა ახალი ზვავის და ღვაცოფის ძალიან დიდი საშიშიროება, რის გამოც სპეციალისტებმა მაშველებს მუშაობა შეაჩერებინეს. მაშველები შეტყობინების შესვლისთანავე გაემართნენ და იქ ყველაფერს აკეთებენ, რომ ნაპოვნი იქნეს მეორე ადამიანი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე უფრო ექსტრემალიური გზა, სადაც მყარი საფარი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლიდან იწმინდება და მთელი რიგი მონაკვეთები ხელახლა შენდება. გამწნდითი სამუშაოებიც დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს,”- განაცხადა   კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დაკავაშირებელ გზის 36-ე კილომეტრზე 4 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთისგზის” თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად