თუშეთში ტურისტული სეზონი საფრთხის ქვეშაა (ფოტორეპორტაჟი)

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა უკვე ერთ თვეზე მეტია გადაკეტილია. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 55-ე კილომეტრზე 800 000 კუბური მეტრის მასის მეწყერი აპრილში ჩამოწვა. 

მიწის ნაშალმა მდინარე ალაზნის კალაპოტის ნაწილობრივი გადაკეტვა და ხელოვნური ტბის წარმოქმნა გამოიწვია. ადგილზე გზის აღდგენის სამუშაოებს კომპანია "გერალი,, აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს, არსებულ სიტუაციას კი ის ფაქტიც ამძიმებს, რომ მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება კიდევ არსებობს.

დამეწყრილი ტერიტორია წყლის დონის დაწევის მიზნით დღეს მეათედ ააფეთქეს, თუმცა აფეთქებებმა დაგუბებული წყლის დონე მხოლოდ 30 სანტიმეტრით დაწია.

ადგილობრივების ინფორმაციით, თუ გზის გაწმენდა დროულად არ მოხდება, შესაძლოა თუშეთში ტურისტული სეზონი ჩავარდეს.

ახმეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა უმოკლეს დროში, დაახლოებით 20 ივნისისთვის გაიხსნება.

"დღეს დამატებითი ტექნიკა დაემატება ადგილზე მომუშავე ჯგუფს, რაც უფრო მეტად დააჩქარებს ანიშნული გზის დროულად გახსნას. ჩვენ ვვარაუდობთ,რომ თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა 20 ივნისისთვის გაიხსნება."- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად