თუშეთში, ჰესის მშენებლობაზე მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

უბედურ შემთხვევას კახეთში შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თუშეთის საავტომობილო გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა, მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...