თუშეთში ავტომანქანა ხრამში გადავარდა

ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა თუშეთში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ომალოდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ილაურთასთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. 

წინასწარი ინფორმაციით,გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

"შესაძლოა ზარი სოფელ ილაურთადან განცორცილდა,იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ახლოს მდებარე დასახლეული ადგილია. თუმცა ამ დროისთვის კავშირი ვეღარ ხერხდება. როგორც ვიცი,ადგილზეა სამაშველო სამსახური და პოლიციაც. დანარჩენ დეტალებს მეც ვარკვევ. დღეს თუშეთში წოვათობა აღნიშნეს და შესაძლოა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია,,-განუცხადა,,აიპრესს,, ახმეტის მერიის წქრმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,ლადო კახოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...