თუშეთის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნა

თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ფერტმფრენმა სოფელ ომალოს მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისების განახორციელებს, ფრენა ყოველ ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

ცნობისათვის, ფშაველი- აბანო-ომალოს საავტომობილო მაგისტრალი დიდთოვლობის გამო, ოქტომბრის ბოლოდან რიცხვებიდან მაისის ბოლომდე იკეტება, ამ პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად