თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება

ფშაველი- აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზის 36-ე კილომეტრზე ზვავში მოყოლილი 62 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. სამაშველო ოპერაცია ხვალ დილიდან განახლდება.

შემთხვევის დროს გადარჩენილი 55 წლამდე ასაკის მამაკაცი მოტეხილობებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

ცნობისათვის, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ზვავი გზის გაწმენდის სამუშაობის მიმდინარეობისას ჩამოწვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად