თუშეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულების შესახებ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა სამაშველო ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიცის ვერტმფრენი. როგორც ადგილობრივები ,,აიპრესთან,, საუბრისას აცხადებენ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაღუპულები, მათ შორის ერთი ოჯახის წევრები. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფებთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

შსს-ს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

ცნობისათვის,შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მოხდა. დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში კამაზის ტიპის მანქანა გადავარდა, რომელშიც 12 მგზავრი იმყოფებოდა. ხუთმა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, 7 ადამიანი კი მანქანამ თან ჩაიყოლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად