თუშეთის გზაზე გარდაცვლილთა რაოდენობა წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე გაიზარდა

თუშეთის საავტომობილო გზაზე გარდაცვლილთა რაოდენობა წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის არის “კამაზის” მძღოლი, მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილიც. მძღოლის მეორე შვილს ეძებენ, მისი მეუღლე და მესამე შვილი გადარჩენილებს შორის არიან.

როგორც ცნობილია, მაღალი გამავლობის ავტომობილში 12 ადამიანი იმყოფებოდა, ავარიის დროს ხუთმა მათგანმა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენი მგზავრები კი მანქანამ 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩაიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უწყებაში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე დღის პირველ ნახევრში მოხდა. ავტომობილის მგზავრები სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრები იყვნენ, ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად