თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 4 ადამიანი დაიღუპა, ფაქტს შსს-ში ჯერ არ ადასტურებენ

თუშეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 4 ადამიანი დაიღუპა, ეს ინფორმაცია ,,აიპრესს,, ადგილობრივებმა მიაწოდეს.

ადგილობრივების ცნობით, მათ შორის ავტომობილის მძღოლია, მათივე თქმით დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

ცნობისათვის,შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მოხდა. დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში კამაზის ტიპის მანქანა გადავარდა, რომელშიც 12 მგზავრი იმყოფებოდა. ხუთმა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, 7 ადამიანი კი მანქანამ თან ჩაიყოლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა სამაშველო ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიცის ვერტმფრენი. როგორც ადგილობრივები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად